ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების  სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისშინაგანაწესი

თავი II. სკოლის  მიზანი        მუხლი 2.  სკოლის მიზანი1. სკოლა, როგორც კონფესიური საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად. 2. დებულების მიხედვით სკოლის მიზანია:ა) მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა სწავლების სამივე საფეხურზე;ბ) მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა და მაღალი ზნეობის მქონე მოქალაქეთა აღზრდა;გ) მოსწავლეთა სულიერი და გონებრივი მონაცემების განვითარება, ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრებაში და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში;დ) ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და პატივისცემა,  მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის გაცნობიერება:ე) პიროვნების ინტეგრირება ეროვნულ და მსოფლიო კულტურათა სისტემაში;ვ) მოზარდებში ქრისტიანული ოჯახის ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემა, მომზადება ქრისტიანული ოჯახური ცხოვრებისთვის; ზ) ქართული ხალხური რეწვის გაცნობა და მისი პრაქტიკული შესწავლა.               ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვადასხვა სახის საქმიანობის განხორციელება, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, საქართველოს საპატრიარქოს, პედაგოგიური ეთიკის ნორმებს და საზიანოა სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის;ბ) განახორციელოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგნობრივ-წრეობრივი, ფასიანი და სხვა მომსახურება;9. სკოლის საქმიანობის განხორციელების სფეროებია:ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა - დაწყებითი (ჳ – ვჳ), საბაზო (ვჳჳ – ჳხ) და საშუალო (ხ – ხჳჳ) საფეხურები;


მუხლი 5. სკოლის მოძღვარი1. სკოლის მოძღვარს დამფუძნებლის (კათოლიკოს პატრიარქის) კურთხევით ნიშნავს სკოლის დირექტორი.2. სკოლის მოძღვარს აქვს უფლება:ა) მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესში და ასწავლოს პროგრამით გათვალისწინებული საღმრთო სჯული მისთვის სასურველ კლასებში;ბ) სასულიერო განათლების მიზნით ჩაატაროს საუბრები მასწავლებლებთან;გ) დირექტორთა საბჭოს შესთავაზოს კლასგარეშე ღონისძიებების პროგრამა მოსწავლეთა სულიერი და ზნეობრივი აღზრდისთვის;დ) იყოს რომელიმე კლასის აღმზრდელი.3. სკოლის მოძღვარს ევალება:ა) კვირაში ერთხელ მოსწავლეთა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფთან ერთად გადაიხადოს პარაკლისი სკოლის სამლოცველოში ამისათვის განკუთვნილ დროს;ბ) კლასის აღმზრდელებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს სააღმზრდელო პროცესის მართვაში;გ) მიიღოს მონაწილეობა საღმრთო სჯულის სახელმძღვანელოების მომზადებაში.
       თავი IV. სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა და საგნობრივი კათედრები
მუხლი 14. სააღმზრდელო პროგრამის არსი1. სკოლის სააღმზრდელო პროგრამა ითვალისწინებს ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისისად. 2. სააღმზრდელო პროგრამის უკეთ წარმართვის მიზნით,  თითოეული სასწავლო კლასისთვის დირექტორი სააღმზრდელო დარგში დირექტორის მოადგილის წარდგინებით, სკოლის მოძღვრის და ხარისხის მართვის ხელმძღვენელის თანხმობით, ნიშნავს კლასის აღმზრდელს. 2. დაწყებითი სწავლების საფეხურზე (1-4კლ). კლასში არის ორი აღმზრდელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საგნობრივ სწავლებას თავისი კომპენტენციის ფარგლებში. მომდევნო კლასებში სააღმზრდელო საქმიანობას წარმართავს ერთი აღმზრდელი  და  ამასთან ერთად  სააღმზრდელო კლასში ასწავლის ერთერთ საგანს.4. აღმზრდელს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.5. აღმზრდელი  ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს ქრისტიანული ზნეობისა და ცნობიერების საფუძველზე, საქართველოს კანონის, სკოლის შინაგანაწესისა და დებულების მიხედვით;
6. კლასის აღმზრდელი ვალდებულია თავის სახელმძღვანელო კლასში ხელი შეუწყოს მოსწავლეების ეკლესიურ აღზრდას, ზნეობრივი ნორმებისა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი წესების დაცვას, დაეხმაროს მოსწავლეებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში;7. კლასის აღმზრდელის სამუშაო საათები იწყება 850 საათზე და მთავრდება 17 საათზე. შეუძლია ისარგებლოს შესვენებით;

მუხლი 15. კლასის აღმზრდელ-დამრიგებელი
1. კლასის აღმზრდელმა სკოლაში მისაღებად უნდა წარადგინოს განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი, ლიცენზია, სერთიფიკატი) და სულიერი მოძღვრის დახასიათება.2. აღმზრდელის მიღება სკოლაში ხდება საკონკურსო შერჩევის გზით: დირექტორთა საბჭოსა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებთან გასაუბრების და ღია გაკვეთილის ჩატარების საფუძველზე.
3. გასაუბრების დადებითი შედეგის შემთხვევაში აღმზრდელი მიიღება გამოსაცდელი ვადით არანაკლებ ერთი სემესტრისა და არაუმეტეს 6 თვისა.4. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ დირექტორთა საბჭო სკოლის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ღებულობს გადაწყვეტილებას აღმზრდელის შტატში მიღების ან არმიღების შესახებ. 5. კლასის აღმზრდელი ვალდებულია:                       ა) იცნობდეს ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებს,   აღსაზრდელების ასაკობრივ ფსიქოლოგიას. თვალყურს ადევნებდეს აღსაზრდელების ეკლესიურ ცხოვრებას, სკოლაში ლოცვითი კანონის შესრულებას, აწესრიგებდეს აღსაზრდელებს პარაკლისის დროს.ბ) ითანამშრომლოს სკოლის მოძღვართან, დირექტორის მოადგილესთან სააღმზრდელო დარგში, ფსიქოლოგთან და გაიზიაროს სხვა აღმზრდელების გამოცდილება.გ) ჰქონდეს სემესტრის სააღმზრდელო პროგრამა, ჵრომელსაც ამტკიცებს  დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში. დაწყებით (1-4) კლასებში კლასის ორივე აღმზრდელმა წარმოადგინოს ერთობლივი პროგრამა დასამტკიცებლად.დ) დახვდეს ბავშვებს საკლასო ოთახში 8 სთ 50 წთ-ზე.ე) აღსაზრდელებს ესაუბროს კლასის პრობლემებზე, მოსწავლეთა ასაკის შესაბამის უფლება-მოვალეობებზე.              ვ) იზრუნოს საკლასო ოთახის სისუფთავეს, წესრიგსა და ინვენტარზე.ზ) ყურადღება მიაქციოს აღსაზრდელებს დასვენების დროს დერეფანში,  კლასში და ეზოში. მოსწავლის მიერ სკოლის თვითნებურად დატოვება დაუშვებელია.თ) დაწყებით (1-4) კლასებში ორივე აღმზრდელმა მოაწესრიგოს ბავშვები პირსაბანთან და  სატრაპეზოში. დაახვედრონ გაშლილი მაგიდა. ჲუზრუნველყონ სატრაპეზოში მოსწავლეების უხმაურო შესვლა და გამოსვლა. ტრაპეზის შემდეგ აღმზრდელმა, რომელმაც ჩაატარა წინა გაკვეთილები გააცნოს მეწყვილეს მიმდინარე პრობლემები და გადააბაროს აღსაზრდელები. ი) დაწყებით (1-4) კლასებში მოაწესრიგოს მოსწავლეები ეზოში გასვლისა და შემოსვლის დროს, აგრეთვე დაგეგმოს ეზოში ბავშვების ერთობლივი თამაშები და ყველა მოსწავლე შეძლებისდაგვარად ჩართოს თამაშში. კ) ყურადღება მიაქციოს  ბაშვების პრობლემებს, მოახდინოს მათზე დროული რეაგირება, მოაგვაროს კონფლიქტური სიტუაციები, შეარიგოს აღსაზრდელები, მიულოცოს მათ დაბადებისა  და ანგელოზის დღეები, მოიკითხოს ავადმყოფი მოსწავლეები.ლ) ფსიქოლოგის რეკომენდაციით, 1-4 კლასის მეწყვილე აღმზრდელებმა დაგეგმონ რთულ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგია და შეათანხმონ დირექტორის მოადგილესთან სააღმზრდელო დარგში და ფსიქოლოგთან.მ) აწარმოოს აღსაზრდელების შესახებ ჩანაწერთა დღიური.ნ) ბავშვის სასწავლო პროცესიდან განთავისუფლება შეათანხმოს ადმინისტრაციასთან.ო) აკონტროლოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, გაცდენები, დისციპლინარული გადაცდომები და გაცდენების მიზეზი გაარკვიოს მშობელთან. სასკოლო გადასახადების დაგვიანების შემთხვევაში მშობელს შეახსენოს სახელშეკრულებო ვალდებულება.პ) სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს დროულად ჩააბაროს სააღმზრდელო მუშაობის ანგარიში დირექტორის მოადგილეს სააღმზრდელო დარგში.  ჟ) მოაწესრიგოს დოკუმენტაცია_მოსწავლეთა პირადი საქმეები, ელექტრონული ჟურნალი, ნიშნების ფურცელი და სხვა. (აკონტროლოს საგნის მასწავლებლების მიერ საკლასო ჟურნალის წარმოება).რ) სემესტრის განმავლობაში,  ელექტრონული ჟურნალით ან პირადი შეხვედრების დროს თითოეული სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის (მისი შვილის) დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.       ს) გაცდენის შემთხვევაში დაუკავშირდეს ადმინისტრაციას (დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში) და იმოქმედოს მისი რეკომენდაციით.ტ) სემესტრის დასაწყისში და ბოლოს მოიწვიოს მშობელთა კრება.

მუხლი 17. საგნის პედაგოგი-მასწავლებელი1. სკოლაში საგნობრივ სწავლებას ეროვნეული სასწავლო გეგმის მიხედვით ახორციელებს პედაგოგ-მასწავლებელი, რომელიც: ა)  მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებით, წინამდებარე შინაგანაწესით, დებულებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;ბ) თანამშრომლობს კლასის აღმზრდელთან, კოლეგებთან, მშობლებთან და სკოლაში სხვა დასაქმებულ პირებთან, ითვალისწინებს მათ წინადადებებს სკოლის განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში;2. მასწავლებელმა სკოლაში მისაღებად უნდა წარადგინოს: განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომა, ლიცენზია, სერთიფიკატი) და  სულიერი მოძღვრის დახასიათება; 3. მასწავლებლის მიღება სკოლაში ხდება საკონკურსო შერჩევის გზით სკოლის დირექტორთან, მის მოადგილეებთან და შესაბამისი საგნის კათედრის გამგესთან გასაუბრების და ღია გაკვეთილის ჩატარების შემდეგ,  გამოსაცდელი ვადით არანაკლებ ერთი სემესტრისა და არაუმეტეს 6 თვისა;4. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლის კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების დადების, ან ხელშეკრულების დადებაზე უარის შესახებ;5. ხელშეკრულება მასწავლებელთან იდება 1 (ერთი) წლის ვადით. დირექციის გადაწყვეტილებით  შესაძლოა ხელშეკრულების ვადა გაიზარდოს 3 (სამ) წლამდე, 6 წლამდე, უვადოდ;6. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დირექცია აფასებს მასწავლებლის მოღვაწეობას სკოლაში. დირექცია უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, დადოს ახალი შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელთან, რომლის მოღვაწეობაც შეფასდა დადებითად.7. მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პროფესიულ მოთხოვნებს:ა) საგნის ცოდნა;ბ) სწავლების მეთოდიკებისა და სტრატეგიების ცოდნა;გ) უცხო ენის ცოდნა (ლიტერატურის გამოყენების დონეზე);  დ) კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამები).ე) ზრუნვა თვითგანათლებაზე, პროფესიულ დაოსტატებაზე. ვ)    თანამშრომლობის უნარი კოლეგებთან და მოსწავლეებთან.8. მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, მაგრამ არ უნდა სცილდებოდეს ქრისტიანული ზნეობის ნორმებს.9. მასწავლებელს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით;ბ) გამოხატოს საკუთარი აზრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;გ) ისარგებლოს ანაზღაურებადი, დეკრეტული და ანაზღაურების გარეშე შვებულებით (ამ უკანასკნელით წელიწადში არაუმეტეს 15 კალენდარული დღით);დ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში;ე) შეადგინოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეთათვის და დასამტკიცებლად წარუდგინოს კათედრის გამგეს და დირექციას;ვ) პრობლემური საკითხის გადაჭრა მოითხოვოს შემდეგი იერარქიის დაცვით: კლასის აღმზრდელი, კათედრის გამგე, დირექტორის ორივე მოადგილე, სკოლის მოძღვარი, სკოლის დირექტორი; 10. მასწავლებელი ვალდებულია:ა) გაეცნოს სკოლის დებულებას, წესდებას, შინაგანაწესს და დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები;ბ) წარმოადგინოს სასწავლო პროგრამული პაკეტი სკოლის სტრატეგიისა და სპეციფიკის გათვალისწინებით;გ) კლასის აღმზრდელთან, კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლის თანამშრომლებთან ჰქონდეს ქრისტიანული ზნეობისა და პედაგოგიკის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა;დ) გაუფრთხილდეს სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;ე) სისტემატური და აქტიური მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საგნობრივი კათედრების მუშაობაში;ვ) უზრუნველყოს კლასში სასწავლო დისციპლინა;ზ) სისტემურად გააანალიზოს თითოეული მოსწავლის წარმატებები და წარუმატებლობები და შედეგები პერიოდულად მიაწოდოს კლასის აღმზრდელს, კათედრის გამგეს და დირექციას;თ) დროულად (მითითებულ ვადებში) შეასრულოს დირექციის მითითებები და მოთხოვნები;ი) სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილების დაწყებამდე 10  წუთით ადრე;კ) იზრუნოს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხელი შეუწყოს მშობელთა ჩართულობას სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებში;
ლ) გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეებთან ერთად აღავლინოს ლოცვა, აღრიცხოს მოსწავლეთა გაცდენები და დააფიქსიროს  საკლასო ჟურნალში, გეგმის მიხედვით წარმართოს გაკვეთილი, დროულად და ხარისხიანად აწარმოოს სასკოლო დოკუმენტაცია, გაკვეთილი დაასრულოს ლოცვით, შემდეგ კლასის ჟურნალი გადასცეს მომდევნო საგნის მასწავლებელს (კლასის აღმზრდელს) ან დატოვოს სამასწავლებლოში;ნ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის მიერ სასწავლო საგნის ხარისხიანად ათვისებაზე და საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართულობაზე. სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი ღირსების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;ო) დაიცვას მოსწავლის უფლებები და საგნის სწავლასთან დაკავშირებული  ინტერესები; პ) მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის, ეფექტურად განახორციელოს სასწავლო პროცესი, მოსწავლეებს გადასცეს სასკოლო სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნა;ჟ) საგაკვეთილო პროცესის მოსალოდნელი გაცდენის შესახებ დროულად აცნობოს დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში, რათა დირექციამ შეძლოს მისი ჩანაცვლება სხვა მასწავლებლით;რ) გაკვეთილის შემდეგ კლასის აღმზრდელს მიაწოდოს მოსწავლეთა შესახებ კომენტარები და მიღებული ქულები;ს) დაიცვას სკოლასთან, თითოეულ მასწავლებელთან და მოსწავლესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;11. მასწავლებელს ეკრძალება: ა)  მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და თანამშრომლების სიტყვიერი და  ფიზიკური შეურაცხყოფა;      ბ)  მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა;გ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის შემოტანა-მოხმარება;დ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;ე)  მართლმადიდებლური სკოლისთვის შეუფერებელი/შეუსაბამო ჩაცმულობა, ვარცხნილობა, გადაჭარბებული მაკიაჟი;ვ) გაკვეთილზე დაგვიანება ან/და არასაპატიო მიზეზით გაცდენა;ზ) თავისი შეხედულებისამებრ შეცვლა სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო გრაფიკისა და საგაკვეთილო ცხრილის, გაკვეთილებისა და გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობისა. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლა მის მიმართ გამოიყენებს დისციპლინურ სახდელებს, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით;13.  მასწავლებლის სამუშაო  საათების დაწყება განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით, შეუძლია ისარგებლოს შესვენებით;  14. სასკოლო სასწავლო გეგმაში შესული შესაძლო ცვლილებების შესახებ მასწავლებელს ეცნობება 5 სამუშაო დღით ადრე.  მასწავლებლის მიერ ეს ცვლილებები უნდა იქნას გათვალისწინებული. 15. მასწავლებლის კვირეული დატვირთვა და ცვლილებები ახალი სასწავლო წლისათვის განისაზღვრება სკოლის საგნობრივი კათედრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი სასკოლო-სასწავლო გეგმით, მასწავლებელთა ტარიფიკაციის შედგენისას ყოველი მასწავლებლის კვირეული დატვირთვა განიხილება და მტკიცდება საგნობრივი კათედრის სხდომაზე  დირექციის მონაწილეობით,  მასწავლებლის მიერ წინა სასწავლო წელს მიღებული შედეგების გათვალისწინებით;16. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პედაგოგი-მასწავლებელი სიტყვიერი, წერილობითი გაფრთხილების შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 


თავი VII. მოსწავლის, მოსწავლის მშობლის უფლება-მოვალეობებიმუხლი 37.  მოსწავლის უფლება-მოვალეობები1. მოსწავლეს უფლება აქვს :ა)  მიიღოს ზოგადი დაწყებითი, საბაზო, და საშუალო განათლება პირველ, მეორე, მესამე საფეხურებზე სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის ფარგლებში და სტანდარტზევით;ბ)  ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებთან დაკავშირებით სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე, დაცულ იქნას ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისაგან;  გაასაჩივროს მისი უფლებების შელახვის ნებისმიერი ფაქტი კლასის აღმზრდელთან ან დირექტორის მოადგილესთან სააღმზრდელო დარგში, ხოლო მასზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი პირადად განიხილოს აღმზრდელის და მშობლის მეშვეობით სკოლის დირექციაში;გ)  მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლებისაგან ინდივიდუალურად საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;დ)  მიმართოს კლასის აღმზრდელს, დირექტორის მოადგილეს სააღმზრდელო დარგში, სკოლის მოძღვარს შესაძლო კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად/გადასაწყვეტად;ე)  ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;ვ) სკოლის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით  ჩაირიცხოს  შესაბამის კლასში;ზ) ისარგებლოს სკოლის კლას-კაბინეტებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზით, სამედიცინო ოთახით,  ფსიქოლოგისა და სასადილოს მომსახურებით;თ) მონაწილეობა მიიღოს სკოლაში არსებული უფასო სასწავლო, შემოქმედებითი და სპორტული წრეების მუშაობაში;ი) მონაწილეობა მიიღოს ინტერესთა მიხედვით სასკოლო კლუბების შექმნასა და მუშაობაში. 2. მოსწავლე ვალდებულია:ა) დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევების მართვის, დისციპლინის, ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი უსაფრთხო გარემოს  დამკვიდრებას;ბ) მოვიდეს სკოლაში დაუგვიანებლად, გაკვეთილის დაწყებამდე და დაესწროს დილის ლოცვას;გ) დაესწროს ყველა გაკვეთილს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად;დ) წარუდგინოს კლასის აღმზრდელს წერილობითი ახსნა-განმარტება ერთი  გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაშიც კი; მოსწავლის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი საათების დასაშვები რაოდენობა დგინდება ეროვნული სასწავლო გეგმით.ე) სკოლაში გამოცხადდეს სკოლის მიერ დაწესებული სასკოლო ფორმით;ვ)   თავისი ქცევით, სიტყვა-პასუხითა და გარეგნული იერით არ შელახოს სკოლის სახელი; იყოს თავაზიანი, მიესალმოს შეხვედრისას სკოლის თანამშრომლებს, მშობლებს; ყველგან და ყოველთვის იცავდეს სკოლის ღირსებას;ზ) პატივისცემით მოეპყრას ტექნიკური პერსონალის შრომას, დაიცვას სისუფთავე, უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარს;თ)  იქონიოს საჭირო სასწავლო ნივთები საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად; სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები შეისწავლოს ცოდნის სტანდარტით დადგენილ ფარგლებში;ი) სკოლის სასადილოში დაიცვას სისუფთავე და შესაბამისი ქცევის წესები;კ) გაუფრთხილდეს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი (სახელმძღვანელო და სხვა), რომელსაც სკოლა მას დროებითი სარგებლობისათვის გადასცემს;ნ) იცოდეს, რომ მის მიერ სკოლისთვის მიყენებულ მატერიალურ ზარალს აანაზღაურებს მშობელი/მშობლის კანონიერი წარმომადგენელი.
3. მოსწავლეს ეკრძალება:ა) სკოლაში სასკოლო ფორმის გარეშე,  ვაჟებს გრძელი თმით (კეფაზე ყურს ქვემოთ და სახეზე წარბს ქვემოთ), გოგონებს – შეღებილი თმით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, სხვადასხვა სამკაულით, გულამოღებული და უმკლავებო სამოსით, მოკლე კაბით, მაკიაჟით, გრძელი და დაფერილი ფრჩხილებით, ტატუირებით, პირსინგით და ა.შ. გამოცხადება;ბ) საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანებით გამოცხადება;გ) გაკვეთილის/გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა;დ) სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მასწავლებლისთვის ხელის შეშლა;ე) სკოლის აღჭურვილობით, ხელსაწყოებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით დაუდევრად სარგებლობა;ვ) დასვენებაზე  ჭიდაობა, ჩხუბი, უცენზური გამონათქვამები;ზ) სკოლის ქონების გაფუჭება-დაზიანება, საკლასო ოთახების, დერეფნებისა და სკოლის ეზოს ტერიტორიის დანაგვიანება;თ) სკოლაში ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთებისა და ნივთიერებების შემოტანა;ი) კლასის აღმზრდელის ნებართვის გარეშე გაკვეთილების დატოვება და შესვენებაზე სკოლის ტერიტორიის დატოვება;კ) სკოლაში საღეჭი რეზინის, მზესუმზირის შემოტანა-მოხმარება;ლ) თამბაქოს მოხმარება, ნარკოტიკული, ალკოჰოლური და ნაკლებად ალკოჰოლური სასმელების შემოტანა-გამოყენება;მ) სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება, ვიდეო/აუდიო ჩანაწერების  შემოტანა-გამოყენება;
4. მოსწავლეს პასუხისმგებლობა ეკისრება დისციპლინური დარღვევებისათვის; დირექცია და კლასის აღმზრდელი უფლებამოსილია მოსწავლის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შესაბამისი ფორმა;5. მოსწავლის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელებია:ა)  გაფრთხილება ან/და შენიშვნა;ბ)  საყვედური;გ)  სკოლიდან დროებით დათხოვნა სამიდან ხუთ დღემდედ)  სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე);6.   მოსწავლეს გაფრთხილება შეიძლება გამოეცხადოს:ა)  გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დარღვევისათვის;ბ)  უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;გ)  სკოლის მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;დ) ორი ან მეტი დაგვიანებისათვის ან/და გაკვეთილის უმიზეზოდ გაცდენისთვისე)  სასკოლო ქონების დაზიანებისათვის.7. მოსწავლის საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:ა) გაფრთხილების განმეორებით მიღებისას;ბ) გაკვეთილზე ან/და დასვენებაზე დისციპლინის განმეორებით დარღვევისათვის;გ) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის გაფრთხილების   მიღების შემდეგ;დ) სკოლის მოსწავლის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;   ე)  სისტემატური დაგვიანებისათვის და გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;ზ)  ,,აკრძალვების’’ გაუთვალისწინებლობისას.8. მოსწავლე დროებით (სამიდან ხუთ დღემდე) იქნება დათხოვნილი სკოლიდან გაფრთხილებისა და საყვედურის  მიღების  შემდეგ   დისციპლინის უხეში დარღვევისთვის;9. საშუალო საფეხურის მოსწავლე სკოლიდან გაირიცხება, თუ:ა)    სისტემატურად არღვევს სკოლის შინაგანაწესს:ბ)   არ ექვემდებარება ქრისტიანულ სულიერ-ზნეობრივ აღზრდას; გ)   არ ცდილობს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისებას;დ)   ირღვევა სკოლასა და მოსწავლის მშობელს (მეურვეს, მზრუნველს) შორის დადებული ხელშეკრულება;10. სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი პედსაბჭოს წარდგინებით.

მუხლი 38.  მოსწავლის მშობლის/მშობლის კანონისმიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები.1. სკოლაში მოსწავლის მიღების გადაწყვეტილების შემდეგ სკოლასა და მშობელს შორის იდება თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მშობლის მიერ სკოლის შინაგანაწესის გაცნობას და თანხმობას თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებაზე;2. მშობელს (მშობლის კანონიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს:ა) მოითხოვოს და მიიღოს ყველა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სწავლების ხარისხს და მის გაუმჯობესებას და მისი შვილის სწავლის საკითხებს;ბ) მიიღოს რეკომენდაციები კლასის აღმზრდელისაგან, სკოლის მოძღვრისაგან და ფსიქოლოგისაგან შვილის იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მას ხელს უშლიან სასწავლო პროცესში და კომუნიკაციაშიგ) სკოლაში სწავლის საფასური დაფაროს ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ ვადებში  ან  მთლიანად სასწავლო წლის დაწყებისთანავე.3.  მოსწავლის მშობელი/მშობლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:ა)  დაიცვას სკოლის შინაგანაწესი; ბ) ითანამშრომლოს კლასის აღმზრდელთან, მასწავლებლებთან, სკოლის დირექციასა და ადმინისტრაციასთან;გ)  აღმზრდელის შეტყობინებისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;დ) ესწრებოდეს მშობელთა კრებებს; დროულად გამოცხადდეს სკოლაში დაბარებისას. თანამშრომლობდეს სკოლის მოძღვართან;ე) იზრუნოს სკოლაში  შვილის დროულად/დაუგვიანებლად,  მოწესრიგებულად (ჩანთითა და სასწავლო პროცესისათვის საჭირო ნივთებით, სკოლაში მოსწავლისათვის მიღებული სასკოლო ფორმით), გაკვეთილებისათვის მომზადებულად გამოცხადებაზე, რათა თავიდან აიცილოს მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სახდელებში გათვალისწინებული ,,აკრძალვები’’;ვ)  არ დაუშვას შვილის მიერ გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;ზ) შვილის ავადმყოფობის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია კლასის აღმზრდელს;თ) აანაზღაუროს შვილის მიერ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი;ი) დაიცვას ხელშეკრულებაში მითითებული მოთხოვნები, კერძოდ დროულად გადაიხადოს ხელშეკრულებაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება.4.  დაუშვებელია მშობლის  (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სკოლისა  და                      მისი თანამშრომლების აუგად მოხსენიება ბავშვის თანდასწრებით.  5. დაუშვებელია მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა),  პედაგოგთა და       ზოგადად უფროსთა მხრივ მოსწავლის უწესო საქციელზე არსებითად განსხვავებული მსჯავრის გამოტანა.  ამიტომ საჭიროა უფროსებმა წინასწარ შეათანხმონ აღმზრდელობითი ღონისძიებები.                                        6. მშობელი  (კანონიერი წარმომადგენელი) უნდა ცდილობდეს არ დაუშვას                                    ბავშვზე ისეთი გარემოს  ზემოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება:  ა) ქრისტიანულ  ზნეობრივ ფასეულობებს და  სკოლის ძირეულ სულისკვეთებას (ასაკისთვის შეუფერებელი ფილმების და ინტერნეტში გავრცელებული მარგინალური ვიზუალური ინფორმაციის ყურება, მავნე გავლენის მქონე ჟურნალ-გაზეთების თვალიერება, ზნეობრივად არაჯანსაღ გარემოცვაში ყოფნა და ა.შ.). 7. სასწავლო საათებში დაუშვებელია სკოლის  ტერიტორიაზე მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) უსაქმოდ გაჩერება, ხმამაღალი საუბარი, თამბაქოს მოწევა;                   8. მასწავლებლის მიმართ მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ შენიშვნები და საჩივრები წერილობით უნდა მოხსენდეს დირექტორს, რომელიც განიხილავს მათ დირექციის სხდომაზე;                                                                   9. მშობლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სისტემატური დარღვევების შემთხვევაში, სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულება უქმდება და მშობელი ვალდებულია შვილი გადაიყვანოს სხვა სკოლაში.
მუხლი 40.  სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა1. სკოლაში ბავშვის მისაღებად მშობელმა/მშობლის კანონისმიერმა წარმომადგენელმა საქმეთა მმართველს უნდა გადასცეს:ა) განცხადება დირექტორის სახელზე  –  სკოლაში  მოსწავლეთა რეგისტრაციის დაწყებამდე სულ ცოტა ორი კვირით ადრე  (მისაღებ მოსწავლეთა კონტინგენტში ადგილების არსებობის შემთხვევაში);ბ) სულიერი მოძღვრის წერილობითი რეკომენდაცია;გ) დაბადების მოწმობის დედანი  ან  ნოტარიულად დამოწმებული ას